Monday, August 15, 2011

საინფორმაციო დაფა ჩემი სოფელი



თემა:         ჩემი სოფელი  (საინფორმაციო დაფის შექმნა)
პროექტის  მნიშვნელობა/ აქტუალობა
     საკუთარი  სოფლის ისტორიით  დაინტერესება  საინტერესო  და ამასთან მრავალმხრივ  განმავითარებელ  თემას  წარმოადგენს.   მოსწავლეები   ისწავლიან  კულტურის,  ისტორიული  მონაპოვარის  შენარჩუნება – დაცვას, წარსულის  პატივისცემას.  შექმნიან  საინფორმაციო დაფას,   სადაც  სოფლის  ისტორიის  შესახებ  ძირითად  და საჭირო  ინფორმაციიას  მიიღებს  სკოლის  ნებისმიერი  სტუმარი. 
მიზნები  და შედეგები:
        სოფლის შესახებ  ინფორმაციის  მოძიება,  შეგროვება,  დახარისხება  და  გამოყენება.   კვლევა–ძიების, საკუთარი თავის  რწმენისა  და  სხვათა  შეფასების  უნარის  განვითარება.    სტენდის  შექმნა,  რომელიც   სკოლაში  შემოსულ  სტუმარს  სოფელზე  წარმოდგენას  შეუქმნის. ისწავლიან  ინტერვიუს  ჩაწერას  და   მნიშვნელოვანისა  და  არსებითის  მეორეხარისხოვანისაგან  გარჩევას,  შთაბეჭდილების  სხვებისთვის  გაზიარებას,  ფოტოების  გადაღებასა  და  შერჩევას.

მოსწავლეთა  ასაკი: 1. მე–12 კლასის  2 მოსწავლე:  ქ.ხოხიაშვილი,ხ.კლდიაშვილი
                                     2. მე–8 კლასის   2 მოსწავლე: ი.ცალუღელაშვილი,    ა.ღვინეფაძე
                                     3. მე–6 კლასის 3 მოსწავლე: ა. ცალუღელაშვილი, ნ. აბულაძე, ე.გვენეტაძე

პროექტის  ხანგრძლივობა :       20  დღე
შეფასების  საგანი  და  პროცედურები
მოსწავლეები  შეფასდებიან  შესრულებული  დავალების  მიხედვით.   ჯგუფის  წევრები   დავალების  შესრულების  შემდეგ  ერთმანეთის  საქმიანობას  შეაფასებენ  წინასწარ  შემუშავებული  რუბრიკების  მიხედვით.  შეფასდება  ზეპირი  პრეზენტაცია:    თემის მკაფიობა,  თხრობის თანმიმდევრულობა,  პრეზენტაციის  ეფექტურობა,  დასმულ  კითხვებზე  დამაჯერებელი  პასუხის  გაცემა,  მეტყველების  კულტურისა  და ეობრივი  ნორმების  დაცვა,  შემოქმედობითობა  და ორიგინალურობა.



წინასწარი  ცოდნა
პროექტის  წარმატებით  შესასრულებლად   საჭიროა  მოსწავლემ  იცოდეს  კონკრეტულად  რა  ევალება  მას.  რა  მიზანს  ემსახურება  მათი  საქმიანობა  და  რა შედეგით  დამთავრდება.  განისაზღვროს  რა  მასალა  დასჭირდებათ  ამ  პროექტის  განხორციელებისას  და  ვინ  იქნებიან  ის  რესპოდენტები   ვისგანაც  ინფორმაციას  შეაგროვებენ.

   პროექტის  მსვლელობა
1.თემის  შერჩევა  მოსწავლეთა მიერ  დასახელებული  თემებიდან.  
2.ჯგუფის  წევრების  შერჩევა  მასწავლებლის  მიერ  რადგან  გასათვალისწინებელია  მოსწავლეთა  ასაკი    და    დავალების  სირთულე
3.ჯგუფში  დავალებების  გადანაწილება:  I ჯგუფი– ინფირმაციის  მოძიება სოფლის  ტერიტორიული  საზღვრების, ფართობის,  მოსახლეობის  რაოდენობის  და  საქმიანობის  შესახებ.( ინტერვიუ  სოფლის  რწმუნებულთან,  ისტორიის  მასწავლებელთან)
II ჯგუფი– სოფელში გავრცელებულ  ტოპონიმთა შეგროვება და  მათი  სავარაუდო  წარმომავლობის  დადგენა (შეხვედრა  სოფლის  უხუცესებთან)
III  ჯგუფი  –სოფლის ღირშესანიშნაობის  და სხვა  საინტერესო  ადგილების  ფოტოგადაღება.  აგრეთვე   ძველი  ფოტოების  შეგროვება.
      საინფორმაციო დაფის    შექმნაში  მონაწილეობს  ყველა  მონაწილე.
4. დავალების შესრულების  შემდეგ  პროდუქტის  პრეზენტაცია.
5.  სტენდის  გახსნა.
6.  შეფასება.         შესრულებული  დავალების  საბოლოო  ანგარიში.  

პროექტის  ხელმძღვანელი:      ხათუნა  ხოხიაშვილი  (ქართული  ენისა  და ლიტერატურის  მასწავლებელი)







1 comment:

  1. Casino site review - LuckyClub
    Casino site review · Deposit methods · Withdrawal times · Games · More. Casino site review. Get details on how to withdraw luckyclub and withdraw at Casino Site  Rating: 7/10 · ‎Review by LuckyClub

    ReplyDelete