პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


თვითშეფასების როლი ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლისათვის


საკუთარი  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა

ხათუნა ხოხიაშვილი
ქართული ენისა და ლიტერატურის    მასწავლებელი
2017-2018  სასწავლო  წელი




პრობლემის  შერჩევა

    მე–10 კლასში მოსწავლეებისთვის აგიოგრაფია სრულიად ახალი, ძნელად დასაძლევი და საკმაოდ ვრცელი მასალაა. მასწავლებლისთვისაც რთულია, ინტერესიც გაუღვივოს მოსწავლეს სასულიერო მწერლობის მიმართ და სარწმუნოებრივ მხარესთან ერთად, ძირეულად შეასწავლოს ტექსტები, მხატვრული მხარე, ავტორები, ისტორიული კონტექსტი, გეოგრაფიული გარემოც. შესწავლას ართულებს აგრეთვე არასაკმარისი საგაკვეთილო საათებიც.
   წლის დასაწყისში აგიოგრაფიული ტექსტების შესწავლისას რამდენიმე მოსწავლეს გაუჩნდა შიში  იმისა, რომ ისინი ვერ გაიგებენ/ძალიან გაუჭირდებათ შესწავლა. ხშირად  კითხულობდნენ რამდენი ხანი  გაგრძელდება ასეთი ტექსტების შესწავლა? რატომ არის აუცილებელი ტექსტები წაიკითხონ ამ ფორმით და არა ადაპტირებული/გამარტივებული,   მათ სასაუბრო  ენასთან მიახლოებული  ვერსია და ა.შ. ასეთმა დამოკიდებულებამ იმოქმედა  მოტივაციასა და თვითშეფასებაზე, რაც შესაბამისად აისახა მათ განმსაზღვრელ შეფასებაზეც.  ამის გამო მოსწავლეები  უკმაყოფილონი იყვნენ, წუწუნებდნენ და აცხადებდნენ, რომ გაცილებით მეტს იმსახურებდნენ, ვიდრე იღებენ; მარცხის შემთხვევაში ყოველთვის სხვას ადანაშაულებდნენ, თავს უსამართლოდ დაჩაგრულად წარმოაჩენდნენ და იშვიათად ეძებდნენ მარცხის მიზეზს საკუთარ თავში. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც, მიუხედავად სათანადო შესაძლებლობებისა, მაინც ქონდათ შიში, რომ ვერ დაძლევენ და თავს შეირცხვენენ. მოსწავლეებში  დაბალი  თვითშეფასებაც უარყოფითად აისახება სწავლაზე და გადაჭარბებულიც.  ადეკვატურზე ოდნავ მაღალი  თვითშეფასება კი პიროვნების  ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. იმ ფაქტორთა შორის, რომლებიც განსაზღვრავს პიროვნების ფორმირებას, თვითშეფასებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, თუ როგორი პიროვნება დადგება ამა თუ იმ ბავშვისგან მომავალში, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი თვითშეფასება გამოუმუშავდება მას.
    თვითშეფასების სწორად ჩამოყალიბების შემთხვევაში ბევრი სირთულის თავიდან აცილებას შევძლებდით. ამდენად, კარგი იქნება, თუ ნებისმიერი აღმზრდელი, პედაგოგი და მშობელი მიიღებს საჭირო ინფორმაციას თვითშეფასების, მისი სახეებისა და ჩამოყალიბების პირობების შესახებ.
    სწორედ ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე მოსწავლეებში თვითშეფასების როლი გამეაქტიურებინა, რათა უფრო თავდაჯერებული გამხდარიყვნენ და არამარტო აგიოგრაფიული ტექსტების შესწავლისას გამოვლენილი სირთულეები  დაეძლიათ, არამედ ზოგადად,  სწავლისას წამოჭრილ ნებისმიერ სირთულეს ადვილად გამკლავებოდნენ.


კვლევის    მიზანი
1)   მოსწავლის ყურადღება გამახვილდეს სწავლის პროცესზე, მის მიმდინარეობაზე; გააცნობიერონ ის ფაქტორები და პირობები, რომლებიც აფერხებს ან ხელს უწყობს სასწავლო პროცესის მსვლელობას.
2)    აღმოაჩენინო ის ხერხები და მიდგომები, რომლებიც აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და გამოუმუშავდეთ სწავლის სტრატეგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარი.
3)   ადვილად დაძლიონ ის სირთულეები, რაც აგიოგრაფიულ ნაწარმოებთა შესწავლას ახლავს.
4)   არ გაუნელდეთ ინტერესი და არ გამორჩეთ ლიტერატურის ისტორიის ეს მნიშვნელოვანი მხარე.
5)   თვითშეფასების რუბრიკების გამოყენებით აკონტროლონ აკადემიური მიღწევები და გაიღრმაონ ცოდნა.
6)   კვლევის მიღწევები გამოიყენონ კოლეგებმა საკუთარ პრაქტიკაში.



ლიტერატურის  მიმოხილვა
       
      მხატვრული ტექსტის კითხვა რთული პროცესია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მხატვრულ ტექსტზე მარტივი წასაკითხი არაფერია. ცნობილი გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე წერდა: „სიცოცხლე ძალზე ხანმოკლეა. იმქვეყნად არავინ დაინტერესდება ჩვენ მიერ წაკითული წიგნების რაოდენობით. ამიტომ წინდაუხედავი და უგუნური საქციელია დროის ფლანგვა ისეთი კითხვისთვის, რომელსაც ფასეულობა არ გააჩია. ვგულისხმობ არა მარტო ცუდ წიგნებს, არამედ, პირველ რიგში, თავად კითხვის ხარისხს. კითხვისაგან, ისევე როგორც ცხოვრებაში გადადგმული ყოველი ნაბიჯისაგან, რაღაცას უნდა ვიღებდეთ. ენერგია არ უნდა დავზოგოთ, რომ უფრო მეტი ძალა შევიძინოთ, რომ უფრო შეგნებულები გავხდეთ. რა აზრი აქვს ლიტერატურის ისტორიის ცოდნას, თუკი ჩვენ მიერ წაკითხულმა ყოველმა წიგნმა სიხარული და ნუგეში, ძალა და სულიერი სიმშვიდე არ გვაგრძნობინა? კითხვა იმისთვისაა საჭირო, რომ უფრო მტკიცედ ჩავჭიდოთ ხელი ჩვენი ცხოვრების საჭეს და უფრო გავიფართოოთ ცნობიერება“.(ჰერმან ჰესე - ესეები) კითხვა რთული ლინგვისტური პროცესია, რომლის დასწავლა სკოლაში მიზანმიმართული მეცადინეობის შედეგად ხორციელდება. კითხვის დასწავლის პროცესი გულისხმობს ენისთვის დამახასიათებელი ასოების (გრაფემების) ამოცნობის უნარის განვითარებას და მათ ფონემებთან დაკავშირებას; ფონემების ბგერებად გაერთიანებას, ხოლო ბგერების სიტყვად გამთლიანებას (ამ პროცესს სხვაგვარად ფომენატურ სინთეზსაც უწოდებენ); და ბოლოს, იმისთვის, რომ სიტყვის ამოკითხვის პროცესი დასრულებულად ჩაითვალოს, საჭიროა სიტყვის ცნობა და მისი მნიშვნელობის გაგება. წინადადების წაკითხვისას, კი საჭიროა ამოკითხული სიტყვების მეხსიერებაში შენახვა, დანარჩენ ამოკითხულ სიტყვებთან დაკავშირება და მთელი წინადადების შინაარსის წვდომა. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივია და ზედმეტად გვეჩვენება მე-10 კლასის მოსწავლის სტანდარტისთვის. მაგრამ თუ სიტყვათა შინაარსის წვდომას ვერ მივაღწიეთ წაკითხულის გააზრებაზე ზედმეტია საუბარი. რომ არ გაურთულდეთ  ჰაგიოგრაფიული ტექსტების წაკითხვისას საჭიროა ყველა მცდელობა განვიხილოთ სასურველი მიზის მისაღწევად.
   უცხო არაა, რომ მასწავლებელი შემოქმედს გავს. მას დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან სწორად დაგეგმილი ღონისძიებებით, აუცილებლად შეძლებს მიზნის მიღწევას, ბავშვის ცნობიერებაში თუ ერთხელ გაღვივდა ინტერესი, ეს უკვე საკმარისია, კითხვა მათი ცხოვრების მეგზური გახდება და მას ვერც ჰაგიოგრაფიული ტექსტების წაკითხვა-გაგების  სირთულე  გაანელებს.
    მრავალსაუკუნოვანი ჰაგიოგრაფიული ძეგლების მსოფლმხედველობრივი, ისტორიული-შემეცნებითი, მხატვრულ-ესთეტიკური  პროცესების არსებითი პრობლემების გააზრება-გაცნობიერება  რთულია მეათე კლასის მოსწავლისთვის მაგრამ არა შეუძლებელი. სამწუხაროდ,  ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე  არ არსებობს მეთოდურისახელმძღვანელო, რომელსაც გამოვიყენებთ ასეთი ტექსტების შესწავლისას. ამიტომ როდესაც ამ კვლევაზე დავიწყე  მუშაობა პირველ  რიგში  ის  ლიტერატურა მოვიძიე, რომელიც კვლევის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში  დამეხმარებოდა. აღსანიშნავია  ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევინაწ. II. იგი საუკეთესო რესურსია მასწავლებლებისთვის. აქ საუბარია ყველაფერზე, რაც პადაგოგს სჭირდება იმისათვის, რომ პროფესიულად განვითარდეს და დააგროვოს შესაბამისი კრედიტქულები. კველავასთან დაკავშირებით დეტალურადაა გაწერილი ის ნაბიჯები და ეტაპები, რაც თანმიმდევრულად უნდა განახორციელოს მასწავლებელმა კვლევის დროს.
     კვლევაზე მუშაობისას ვიხელმძღვანელე  26/03/2018 წ   № 56  ბრძანების მიხედვით დამტკიცებული  კვლევის შეფასების რუბრიკებით. გავითვალისწინე ის კრიტერიუმები რომლებიც  ამ რუბრიკაშია გაწერილი.  დამეხმარა ანგარიში  უფრო  გასაგებად და თანმიმდევრულად  დამეწერა.
    სოფიკო ლობჟანიძის სტატია ,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევებიიძლევა პროფესულ რჩევებს, თუ რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რა თავისებურებები გააჩნია მას, რა ეტაპები, როგორ უნდა განვსაზღვროთ საკვლევი თემა, როგორ გადავამოწმოთ, გვაქვს თუ არა სწორად შერჩეული პრობლემა, რა მეთოდები უნდა გამოვიყენით და . .  სტატიის ავტორის  აზრით, ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც“.
თინათინ ზურაბიშვილის წიგნში ,,თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ ,,განხილულია სოციალურ კვლევის თანამედროვე პრაქტიკაში ყველაზე გამოყენებადი ისეთი თვისებრივი მეთოდები, როგორებიცაა სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, დაკვირვება და მონოგრაფიული გამოკვლევა. აღწერილ თითქმის ყველა მეთოდს თან ახლავს კვლევითი ინსტრუმენტის გამოყენების კონკრეტული მაგალითი, ყოველი თემის ბოლოს კი მოცემულია საკვანძო ლიტერატურის ნუსხა და პრაქტიკული დავალებები. გარდა ამისა, ნაშრომში ცალკე თავი ეთმობა სოციალური კვლევის ეთიკის საკითხს. წიგნის დანართში წარმოდგენილია კონკრეტული კვლევის ტრანსკრიპტი და თვისებრივი კვლევის მეთოდიკის ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი.
    კვლევისას გავითვალისწინე ეროვნული სასწავლო გეგმით (2011-2016 მოქმედი რედაქცია); გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტი  და მოსწავლეთა შეფასების სისტემა,რამაც საშუალება მომცა დავკვირვებოდი რამდენად მნიშვნელოვანია  განმავითარებელი შეფასება.  ამ დროს მასწავლებელი  აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.  ისევე, როგორც პედაგოგებში პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვილის სქემის გათვალისწინებით   აუცილებელ მოთხოვნად  გადაიქცა თვითშეფასების კითხვარის შევსება, რათა თავად დავადგინოთ საჭიროებები და ვიზრუნოთ მათ  გაუმჯობესებაზე, ასევე  საჭიროდ ჩავთვალე მოსწავლეებში  კიდევ უფრო მეტი სიხშირით გამომეყენებინა თვითშეფასების რუბრიკები და დავკვირვებოდი  შედეგს, მოსწავლეთა ცოდნის დონეს.

 

        ლიტერატურის მოძიებისას ჩემი ყურადღება მიიქცია ნინო ლომიძის სტატიამ (ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli. ge   26 აგვისტო, 2016)   ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლების პრაქტიკა“ ავტორი  აღნიშნავს, რომ მაგისტრანტებმა(ილონა აკობია, მარიამ დვალი, ლია ნარიმანიძე) წარმატებით გაართვეს თავი სამაგისტრო კვლევის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწილსფოკუს-ჯგუფს მოსწავლეებთან.  კვლევის ავტორები  კარგად აღწერენ რა გავლენას ახლენს მოსწავლეებზე ერთნაირი თემატიკის ტექსტების  და ჟანრის ნაწარმოების შესწავლა, რა ეადვილებათ და რა უჭირთ.   განიხილეს შემთხვევითი  პრინციპით შერჩეული მოსწავლეების მოსაზრებები,  გამოკვეთეს რამდენიმე პრობლემა და  დადეს საინტერესო  დასკვნა.  (http://mastsavlebeli.ge/?p=11330)

 

კვლევის    სამიზნე   ჯგუფი
  სამიზნე ჯგუფი იყო  ქვედა სიმონეთის #1 საჯარო სკოლის მე-10  კლასის მოსწავლეები, კერძოდ, 10 მოსწავლე.
    საკვლევ კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოყენებული იყო კვლევის როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები:
    გამოკითხვა ჩატარდა მასწავლებებთანაც, რომლის მიზანი იყო იმის დადგენა, რამდენად იცნობენ მასწავლებლები ეფექტიან სტრატეგიებს ძველ ქართულ ტექსტებზე მუშაობის დროს, რამდენად იყენებენ მათ პრაქტიკულ საქმიანობაში, რა არის  ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლის მთავარი სირთულე, შეძლებენ თუ არა მოსწავლეები თავითშეფასების რუბრიკების აქტიური  გამოყენებით შესწავლისას გამოვლენილი სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევას.
   ვიხელმძღვანელე  ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვების მეთოდით მაღალი და დაბალი  აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებზე.
  გავაანალიზე დაკვირვებისა და გამოკითხვების შემდეგ შეგროვებული მასალა.

კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა:
·         მოსწავლეებს უჭირთ  დამოუკიდებლადაგიოგრაფიული ტექსტების გაგება-გააზრება.
·         მიუხედავად თემატურ-ჟანრობრივი  მსგავსებისა ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლაზე  ისინი  გაცილებით მეტ დროს ხარჯავენ  ვიდრე  სხვა, მხატვრული ტექსტების შესწავლისას.
·         უმეტესად ჯერდებიან სკოლაში საგაკვეთილო პროცესში  მიღებულ ცოდას.
·         იშვიათად აფასებენ თავიანთ ცოდნას დეტალურად (თვითშეფასების რუბრიკებით)
·         განსაკუთრებით უჭირთ ლექსიკური ერთეულებისა და ენობრივი  კონსტრუქციების გააზრება.
·         ურჩევნიათ მოიძიონ ტექსტის ადაპტირებული/პერიფრაზირებული ვერსია.
მასწავლებელთა გამოკითხვამ აჩვენა:
·         ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლას ართულებს ის, რომ თავად მასწავლებლები არ  იყენებენ მრავლფეროვან მეთოდებს.
·         მე-10  კლასში ძველი ქართული  ლიტერატურის შესწავლა  გამართლებულია მიუხედავად  მოსწავლის მცირე ასაკისა.
·         თვითშეფასების როლის გაზრდა მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მოსწავლეებს ძველი ქართული ლიტერატურის უკეთ შესწავლაში.


მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების ანალიზი  დიაგრამებით



     მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით სადავო არაა  ის, რომ მათ ტექსტის დამოუკიდებლად გაგება უჭირთ, რომ  ისინი დიდ  დროს ანდომებენ პრიფრაზირებას  და აღარ  რჩებათ  დრო  სიღრმისეულ წვდომაზე. ამის საშუალებას არც ის მცირე საათობრივი  დატვირთვა იძლევა,  რომელიც მიმდინარე სასწავლო  პროგრამით არის განსაზღვრული.
        მოსწავლეთა დამოკიდებულება  უფრო სრულყოფილი რომ  ყოფილიყო, ამისათვის  ჩავატარე ტესტირება    იმ მოსწავლეებთან, რომლებმაც წინა წლებში შეისწავლეს ტექსტები. აღმოჩნდა, რომ მათ  უმეტესობას 80%  არც კი ახსოვთ  სიტყვათა (არქაიზმების) განმარტებები. მხოლოდ 20% შეძლო ნასწავლი ტექსტის პერიფრაზირება დახმარების გარეშე და  ისინიც  ის მოსწავლეები აღმოჩნდნენ, რომლებიც  ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან და საგამოცდო პროგრამის შესაბამისად  უწევთ გაიხსენონ-გაიმეორონ შესწავლილი მასალა. თუმცა მიუხედავად ამისა მაინც, აღნიშნავენ „ რა საჭიროა ამ სიტყვების(არქაიზმები იგულისხმა) მნიშ­ვნე­ლობების ცოდნა, გამოცდა, რომ არა  არც დამჭირდებოდა“ მათ  მიაჩნიათ, რომ ჯობია   საგაკვეთილო პროცესში განივითარონ  მაღალი სააზროვნო უნარები.  მოსწავლეების თქმით, ისინი  საატესტატო გამოცდების კრი­ტერიუმების გამო არიან ,,იძულებულნისაგაკვეთილო დროის უდი­დე­სი ნაწილი დაუთმონ შინაარსის ,,შესწავლას“.
   მე-10  კლასის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით აღმოჩნდა, რომ თვითშეფასებას  იშვიათად და ისიც ფორმალურად მიმართავენ, რომ ზოგმა  საერთოდ არ  იცის რა არის თვითშეფასების რუბრიკაზე  მუშაობა  და რაში   გამოადგებათ მათ  ეს  აქტივობა. არადა  მიმაჩნია, რომ თუ  მოსწავლე თავად არის საკუთარი სწავლის პროცესის გაუმჯობესების  მსურველი,  მას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია.  ადეკვატურზე ოდნავ მაღალი  თვითშეფასება პიროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  ფაქტორია. საჭიროების გათვალისწინებით შედგენილი თვითშეფასების რუბრიკები დაეხმარება მოსწავლეებს თავად დააგდინონ ის ხარვეზი,  რაც მათ დაუშვეს სწავლის პროცესში. ამასთან ისინი იქნებიან საგაკვეთილო პროცესში  აქტიურად ჩართული. ცნობილია, რომ შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ თუ  მოსწავლე თავად აღმოაჩენს მას და ეს თანხვედრაში  იქნება მასწავლებლის მიერ მიცემულ განმავითარებელ კომენტართან მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებაც  გაცილებით უფრო მაღალი  იქნება. შესაბამისად გახდებიან უფრო თავდაჯერებული და  მოტივირებული. ვინაიდან კვლევის მიზანია  გავზარდო  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება და ჩრთულობა ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლაში,  მაიტომაც ერთ-ერთ  გზად  მიმაჩნია, სწორი თვითშეფასებისა და სათანადო შეფასების რუბრიკების ხშირი გამოყენებით,  მოსწავლეები თავად გავხადო თავიანთი სწავლის შედეგების  „გამსწორებელ-გამკრიტიკებელნი.“  დავაკვირდე შედეგს და გავუზიარო  კოლეგებს.

მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები დიაგრამებითა და ცხრილებით

1.      თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე მოსწავლეთა რამდენ პროცენტს უჭირს აგიოგრაფიის შესწავლა?
2.      რა ართულებს  აგიოგრაფიის შესწავლას?


3.

უნდა ისწავვლებოდეს თუ არა მე-10 კლასში აგიოგრაფიული ტექსტები?

უნდა გადაიხედოს თუ არა  საატესტატო გამოცდების შეფასების კრიტერიუმები, რად­გან, მასწავლებლებისა და მოსწავლეების თქმით, ისინი სწორედ ამ კრი­ტერიუმების გამო არიან ,,იძულებულნისაგაკვეთილო დროის უდი­დე­სი ნაწილი დაუთმონ შინაარსის ,,შესწავლას
მოსწავლეთა  თვითშეფასების (შესაბამისი რუბრიკებით) როლის გაზრდა შეუწყობს თუ არა ხელს ჰაგიოგრაფიის შესწავლისას გამოწვეული სირთულეების დაძლევას?

ჰაგიოგრაფიის შესწავლის  და­ბა­ლი ხარისხი იმის გამო ხომ არ არის, რომ  რომ ბავშვები ვერ ხვდებიან, რატომ უნდა ისწავ­ლონ ის, რაც აღარაა აქტუალური, პრობლემურობის თვალსაზრისით.
დიახ
  85 %
  25 %
100%
50%
არა
15 %
75 %
0%
50 %
წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით დასტურდება, რომ ჰაგიოგრაფიის სიღრმისეულ შესწავლას  აფერხებს
ა) მხოლოდ შინაარსის დეტალებზე ყურადღების გამახვილება.
ბ) ერთფეროვანი სწავლების მეთოდები
გ) შესასწავლი თემის არააქტუალურობა.
კვლევის მონაცემთა  სიღრმისეული ანალიზისთვის დამჭირდა კოლეგებთან თანამშრომლობა. კერძოდ, უფრო დეტალურად მოვისმინე მათი აზრი თვითშეფასების როლის გაზრდის აუცილებლობაზე.  მათ აღნიშნეს, რომ  ამ დროს მოსწავლე ჩართულია სწავლის პროცესის გაუმჯობესებაში, არის აქტური, დეტალებზე ორიენტირებული და თუ მიღწეული შედეგიც პროგრესირებადია(განმსაზღვრელი შეფასება ქულებით იმატებს) ხდება თავდაჯერებულიც და მოტივირებულიც. ეს გააუმჯობესებს რთული ტექსტების მიმართ მათ დამოკიდებულებას.




       კვლევის  მეთოდები
      კვლევის  სანდოობის  გაზრდის  მიზნით  მონაცემთა  შეგროვების  მეთოდებად  გამოვიყენე   სხვადასხვა  მეთოდი:    ფოკუსჯგუფი  მოსწავლეებთან,  ფოკუსჯგუფი  მასწავლებლებთან და   ფოკუსირებული  დაკვირვება  გაკვეთილზე.
      ფოკუს  ჯგუფი   (ჯგუფური  დისკუსია) -  ამ  დროს   ვესაუბრე  მოსწავლეებსა  და  მასწავლებლებს  ცალცალკე. საუბარი  ძირითადად  შეეხებოდა  თვითშეფასების რუბრიკების გამოყენებას საკუთარი ცოდნის შესაფასებლად.  მინდოდა  გამეგო  მათი  აზრით  რამდენად  იყენებდნენ მოსწავლეები/მასწავლებლები  მათ  გაკვეთილებზე  და  თუ არ იყენებდნენ მოგვცემს თუ არა სისტემატური გამოყენება   უკეთეს  შედეგს.
        ანკეტირება  -  გამოვიყენე  გამოკითხვა  ანკეტირების  მეთოდით.  კითხვარები  მომზადდა  მოსწავლეებისთვის  და  მასწავლებლებისთვის.  კითხვები    იყო  დახურულ  და  ღია  ბოლოიანები და  აგრეთვე  დაცული  იყო  ანონიმურობა,  რადგან  ამ  დროს  რესპოდენტი  არ  იზღუდება,    გულწრფელია    და  მათი  პასუხები  უფრო  სანდოა.
    ფოკუსირებული  დაკვირვება  გაკვეთილზე - დავაკვირდი   საკუთარ  გაკვეთილებს.   როგორ აფასებენ ჩემი მოსწავლეები თვითშეფასების რუბრიკებით თავიანთ ცოდნას, არიან თუ არა ობიექტურები, ზერელედ ავსებენ თუ გააზრებულად? შემდგომში  ვაანალიზებდი  გამოყენებულ  აქტივობებს.  მინდოდა  დამედგინა  რა  ინტერვენციები დამჭირდებოდა იმისთვის, რომ მოსწავლეთა ინტერესი ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლის მიმართ არ განელებულიყო.  ვინიშნავდი  და შემდგომში  ვაანალიზებდი,  როდის იყო   მოსწავლე  უფრო  აქტიური  და  მოტივირებული გაკვეთილზე. გაიზარდა  თუ  არა  მოსწავლეთა  აქტიურობა  და  მოტივაცია  განხორციელებული  ინტერვენციების  შემდეგ.  ასევე  შესაძლებლობის  ფარგლებში  მინდოდა  დამეზუსტებინა  რომელმა  განხორციელებულმა  ინტერვენციამ  მოგვცა  უკეთესი  შედეგი.









კვლევის  ვადები  და  ეტაპები



        ეტაპები  და  ვადები
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
საკვლევი  პრობლემის  შერჩევა
X






კვლევის  გეგმის  შემუშავება
X






ლიტერატურის  გაცნობა  დამუშავება

X
X


X

კითხვარების  შედგენა

X





მოსწავლეებთან  შეხვედრა

X





მასწავლებლებთან  შეხვედრა


X




გამოკითხვა  ანკეტირება

X


X


მიღებული  შედეგების  ანალიზი

X





ინტერვენციების  დაგეგმვა-განხორციელება

X
X
X



გაკვეთილებზე  დაკვირვება  და  ანალიზი

X
X
X



ინტერვენციების  შედეგების  ანალიზი




X


კვლევის ანგარიში





X

კვლევის  პრეზენტაცია






X
კვლევის  რეფლექსია






X



მონაცემთა  ანალიზი
        ანკეტირება - ამ  მეთოდით  შესაძლებელია  მოკლე  დროში  დიდი  ჯგუფის  შეფასება.  საკვლევი პრობლემის შესაბამისად    შევადგინე  კითხვარები  ანკეტირებისათვის.  (იხ.  დანართი: 1 და 2 )  დაცული  იყო  ანონიმურობა.  მოსწავლეები/მასწავლებლები   თავისუფალი  იყვნენ  თავიანთი  აზრების  დაფიქსირებაში. აქაც  გამოიკვეთა  რამდენიმე  მიმართულება,  თუმცა  ძირითადად  ეს  მიმართულებები    ემთხვეოდა  ინტერვიუს  დროს  გამოკვეთილ  საკითხებს.

          ინტერვიუმ  სკოლის   მოსწავლეებთან  და  მასწავლებლებთან   საშუალება  მომცა  დამედგინა  მასწავლებელთა/მოსწავლეთა  დამოკიდებულება  საკვლევი საკითხის  მიმართ. 
ა)მოსწავლეები
     ინტერვიუ  ჩატარდა  მეათე,  მეთორმეტე    კლასის  მოსწავლეებთან.   დასაწყისშივე  შევეცადე  ისინი  თავისუფალი  ყოფილიყვნენ  თავიანთი  აზრების  დაფიქსირებაში.  გამოიკვეთა  რამდენიმე  საკითხი,  რომლის გათვალისწინება აუცილებლად დამჭირდებოდა ინტერვენციების დაგეგმვისა და განხორციელების დროს, ხოლო კვლევის დასრულებისას ჩატარებულმა ინტერვიუმ უფრო ნათელიგახადა ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობები რამდენად სწორად შერჩეული აღმოჩნდა და გაამართლა თუ არა ჩემი მოლოდინი.
ბ)მასწავლებლები
         ინტერვიუ მქონდა ქართული ენისა დალიტერატურის კათედრის სხვა წევრებთან. გამიზიარეს თავიანთი გამოცდილება, ისაუბრეს  გამოყენებული მეთოდების შესახებ.  ესგ სტანდარტისა და საათობრივი დატვირთვის შეუსაბამობაზე. მოსწავლეთა ასაკობრივ ინტერესებზე და აგიოგრაფიული ტექსტების შესწავლის მოტივაციაზე.

              ფოკუსირებული  დაკვირვება   გაკვეთილზე.  ამ  მეთოდს  ვიყენებდი  მთელი  კვლევის  განმავლობაში.  გაკვეთილზე  ვაკვირდებოდი როგორ  მუშაობდნენ მოსწავლეები ტექსტზე და რგორ იყენებდნენ თვითშეფასების რუბრიკებს. დაკვირვების  კრიტერიუმები  წარმოვადგინე  ცხრილის  სახით.   (იხ.  დანართი 3 )      ცხრილში  მონაცემები  შემქონდა  კვლევის  პირველ  ეტაპზეც  და  განხორციელებული  ინტერვენციების  შემდეგაც,  რათა  დამეზუსტებინა  გამოიღო  თუ  არა  შედეგი  ინტერვენციებმა.
                    კვლევის  მიგნებები

   მონაცემთა  ანალიზისას  გამოიკვეთა  რამდენიმე  საკითხი,  რომელთა  გათვალისწინება აუცილებელია ინტერვენციების დასაგეგმად.
1.      ჰაგიოგრაფიული ტექსტების თემატიკა   მოსწავლეთათვის  ხშირად  არ არის  საინტერესო.
2.      მოსწავლეთა  უმრავლესობისათვის  ჰაგიოგრაფიული ტექსტები  რთულია
3.      გაკვეთილი ხშირად არის ერთფეროვანი.(თემატურადაც და სწავლების მეთოდის გათვალისწინებით)
4.      მოსწავლეები  ნაკლებად  ეცნობიან  და  არც  ღებულობენ  მონაწილეობას  შეფასების  კრიტერიუმების  შემუშავებაში.
5.      შეფასებისას ფორმალურად ან საერთოდ არ იყენებენ თვითშეფასების რუბრიკებს.
განხორციელებული  ცვლილებები   (ინტერვენციები)
1.           ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის სასწავლო პროცესში უნდა ვიყენებდეთ ისეთ დავალებებს, რომელიც ბავშვის შესაძლებლობებს ოდნავ აღემატება და რომელთა შესასრულებლად მას დამატებითი ძალისხმევა და შესაძლოა მცირე დახმარებაც დასჭირდეს. ამის გათვალისწინებით ძველი ქართული ლიტერატურის უკეთ შესწავლითვის აუცილებლად მიმაჩნია განვსაზღვროთ  თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა.
      აქტივობებში  შესასრულებელი  დავალებების  შერჩევისას  გათვალისწინებული  იქნა მოსწავლეთა  შესაძლებლობები. (სავალდებულო დავალებები და შედარებით რთული)

2.         დავალებათა შესრულებისას, უპირველესად  იმაზე ვფიქრობთ, მოგვცემს თუ არა ჩვენი შესაძლებლობები მისი შესრულების საშუალებას. ასეთ დროს გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს დავალების სირთულისა და თვითშეფასების შესაბამისობა. თუ აღმოჩნდა, რომ ჩვენი შესაძლებლობა არ არის საკმარისი აღნიშნული დავალების შესასრულებლად, უარს ვამბობთ მასზე. ასე იქცევა ბავშვიც. ამიტომ, თუ მას ადეკვატური თვითშეფასება ჩამოვუყალიბეთ, შესაძლოა, რთული დავალების შესრულებაზე უარი განაცხადოს, მაშინ როლესაც მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვი უყოყმანოდ შეეჭიდება ასეთ დავალებას და გარკვეული ძალისხმევის შედეგად წარმატებასაც მიაღწევს. ამდენად, გადავწყვიტე ორიენტირებული ვყოფილიყავი ადეკვატურზე ოდნავ მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. ამიტომ ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლებისას ხშირად გამოვიყენე საქებარი სიტყვები, როცა ბავშვი ამას იმსახურებდა, ავღნიშნავდი მის მიღწევებს და ვუბიძგებდი ქონოდათ წარმატებულობის განცდა.
3.           ვინაიდან კვლევის მიზანი იყო თვიშეფასების როლის განსაზღვრა აგიოგრაფიული ტექსტების უკეთ შესწავლისათვის, ამიტომ ვაკვირდებით მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებასაც.  ამისათვის აუცილებელია მოსწავლემ თავად განსაძღვროს ამის ასაჭიროება. მას უნდა შეეძლოს თვითთშეფასება და განსჯა იმისა, როგორ განვითარდეს შემდგომში, როგორ განსაზღვროს გასავარჯიშებელი და გასაუმჯობესებელი უნარები და სფეროები, რომელზედაც უნდა მოახდინოს ფოკუსირება, რათ მან შეძლოს სწავლის გაგრძელება მასწავლებლის გარეშე. გამოვიყენე შეფასების ალტერნატიული მეთოდი მოსწავლის დაკვირვების დღიური.(დანართი: 4) მივეცი მათ „თავისუფლება“  თავი მოეყარათ მათ მიერ განხორციელებული აქტივობებისათვის და თვალი ედევნებინათ თავიანთი შეფასებისთვის. (მაგალითად,არქაიზმების სიჭარბისა და რთული სინტაქსური კონსტრუქციების  გამო მოსწავლეებს მივეცი რეკომენდაცია ყოველდღიურად ამოეწერათ მათთვის გაუგებარი სიტყვები, გამოეყენებინათ სხვადასხვა ლექსიკონი. კითხვის პროცესში პერსონაჟებზე პერიოდულად ჩაენიშნათ ახალი ინფორმაცია, შთაბეჭდილება ან რაიმე მოსაზრება) სისტემატურად ვაკონტროლებდი ობიექტურობის ხარისხს.

4.     მოსწავლეთა ჩართულობით შევიმუშავეთ გაკვეთილის საჭიროებიდან გამომდინარე თვითშეფასების რუბრიკები. (მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვის. დანართი: 5) ვამოწმებდი და ვაძლევდი უკუკავშირს. 

  
ინტერვენციის   შეფასება
    
        იმისათვის  რომ  დამედგინა   გამოიღო  თუ  არა  შედეგი  დაგეგმილმა  ინტერვენციებმა,   ისევ  ჩავატარე  გამოკითხვა  მოსწავლეებთან. (დანართი 6)  ასევე  ვახდენდი  გაკვეთილზე  დაკვირვებას  ინტერვენციებამდე  და  ინტერვენციების  განხორციელების  შემდეგ.
      გამოვლინდა,  რომ  როდესაც  მათ  მიეცათ  დიფერენცირებული  დავალებები  (სავალდებულო, შედარებით რთული) გაიზარდა  ჩართულობა, მოტივაციის ხარისხი და თავდაჯერებულობა. აღარ ქონდათ შიში წარუმატებლობისა. 
   შესრულებული დავალებიდან გამომდინარე  დასაბუთებულმა შექებამ გაზარდა მათი დამოკიდებულება ძველი ქართული ლიტერატურის ტექსტების მიმართ.  იშვიათად ისმოდა მათი წუწუნი  „რა საჭიროა“,  „რთული გასაგებია“, „როდის დავამთავრებთ“ და ა. შ. შექებისას აქცენტი გააკეთე არა შედეგზე, არამედ რთულ პროცესზე, რომელიც ბავშვმა ამ სამუშაოს შესრულებისთვის განახორციელა. "რამდენი გიშრომია. ვხედავ, როგორ იწვალე, "მადლობა, რომ არ დაგეზარა და სამუშაოს ინტერესით მოეკიდე, ყველა პირობა გაითვალისწინე“ ძალიან მომეწონა შენი საქციელი ობიექტური  თვითშეფასების გამო " და .            
          მოსწავლეთა უმეტესობა პასუხისმგებლობით მოეკიდა დაკვირვების დღიურის წარმოებას, თუმცა იყვნენ პასიურებიც.  ამან საშუალება მომცა შესასწავლი მასალის მიმართ აქტიური და პასიური მოსწავლეების ცოდნის ხარისხი  შემედარებინა. გაიზარდა ჩართულობა, მოტივაცია, ცოდნის დონე. თვითკრიტიკაც კი.
        თვითშეფასების რუბრიკებით საკუთარი ცოდნის შეფასებამ  ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეები გაცილებით უფრო ობიექტურები და კრიტიკულები აღმოჩნდნენ თავიანთი თავის მიმართ, ვიდრე მოველოდი.  იშვიათად დაფიქსირდა ზერელედ შევსების ფაქტი და მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ, რომ ამ აქტივობას არ ექნებოდა ერთჯერადი ხასიათი და შესაბამისად უკუკავშირისთვის შევამოწმებდი მათ საქმიანობას,  მეტი ინტერესით მოეკიდნენ ამ სავალდებულო აქტივობას და თუ თავიდან რამდენიმე წუთს ანდომებდნენ შევსებას, რამდენიმე მცდელობის შემდეგ  უფრო ნაკლებ დროში ართმევდნენ თავს.
         განხორციელებული   ინტერვენციების  შედეგად  გამოვლინდა,  რომ  მათი  უმრავლესობა  შედეგიანი  იყო.
გამოკითხვის შედეგები დიაგრამებით


რაში დაგეხმარათ  თვითშეფასების რუბრიკების სისტემატური გამოყენება?
(შეგიძლით შემოხაზოთ რამდენიმე პასუხი)
·         ვაკვირდებოდი გაკვეთილის მსვლელობისას ჩემს შეცდომებს.
·         ყველა აქტივობაში ჩემს ჩართულობას უზრუნველყოფდა
·         მეტად თავდაჯერებული გამხადა.
·         უფრო გავიაზრე გაკვეთილზე მიღებული განმსაზღვრელი ქულების ადეკვტურობა ჩემს ცოდნასთან.
·         არაფერში დამეხმარა.
ამ კითხვაზე 10 მოსწავლიდან  5-მა შემოხაზა პირველი ოთხი პასუხი,
3-მა მოსწვლემ მხოლოს მეოთხე პასუხი,    ერთმა შემოხაზა -- არაფერში  დამეხმარა და ერთმა  -- პირველი და მეოთხე პასუხი.








დასკვნები,  რეკომენდაციები    და  კვლევის  ნაკლოვანებები
     ძველი ქართული ლიტერეტურის სწავლება ენის, ლექსიკის, მსოფმხედველობისა და სხვა თავისებურებათა გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მეთოდოლოგიურ მიდგომას საჭიროებს.  ამიტომაც ავირჩიე დავკვირვებოდი რა შედეგს მომცემდა მოსწავლეთა თვითშეფასების როლის გაზრდა აგიოგრაფიული ტექსტების უკეთ შესწავლაში. 
      სკოლაში  ჩატარებული  პრაქტიკული  კვლევის  საფუძველზე  შეიძლება  დავასკვნათ, რომ ჩემ მიერ არჩეული  გზა მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად.  გადაწყვეტილი მქონდა გამესაზღვრა როგორ გაიზრდებოდა მოსწავლეთა დამოკიდებულება, როგორ შეძლებდნენ ისინი საკუთარი ცოდნის შეფასებას და შემდეგ დამოუკიდებლად მის გაუმჯობესებას.
  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  X კლასის მოსწავლეთათვის სასწავლო პროცესში იგეგმება სამი მიმართულება: ზეპირმეტყველება,  კითხვა, წერა. სამივე მიმართულებით სასურველი შედეგის მიღწევა დამოკიდებულია არა მხოლოდ მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ სასწავლო-შეოქმედებითი პროცესის სწორად და ხარისხიანად წამართვაზე, არამედ სწავლების ძირითად კონცეპტუალურ მიმართულებაზე, იმ სახელმძღვანელოზე,  რომელსაც ირჩევს საგნის პედაგოგი, საათობრივ დატვირთვაზე და ა.შ.  რადგანაც საკითხი გაცილებით რთულია  და მხოლოდ ერთი სკოლის კვლევის მაგალითით შეუძლებლად მიმაჩნდა მისი მოგვარება შევეცადე მხოლოდ ერთი მიმართულებით გამეაქტიურებინა ჩემი დაკვირვება და შედეგი გამეზიარებინა კოლეგებისთვის.  
        თამამად შემიძლია კოლეგებს მივცე ასეთი რეკომენდაციები:
1.      ავალებათა მიცემისას გაითვალისწინეთ დიფერენცირებული მიდგომა.
2.      გააკეთებინეთ მოსწავლეებს ჩანაწერები.
3.      გამოიყენეთ დაკვირვების დღიური ან მოსწავლეთა ალტერნატიული შეფასების მეთოდი  პორტფოლიო.
4.      ჩართეთ მოსწვლეები შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკების შემუშავებასა და აქტიურად გამოყენებაში.
5.      აუცილებლად მიეცით სათანადო განმავითარებელი კომენტარი.
    თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ ამით არ ამოიწურება, მაგრამ ჩემი  კვლევა საშუალებას არ მაძლევდა უფრო სიღრმისეულად განმეხილა პრობლემა. ეს შეიძლება ჩემი კვლევის ნაკლოვანებად ჩავთვალო.  შეიძლებოდა უფრო დეტალურად გამეაზრებინა რა არის ძველი ქართული ლიტერატურის მიმართ მოსწავლეთა ასეთი დამოკიდებულების მიზეზი? როგორ დავეხმარით მასწავლებელს ასეთ ტექტებზე მეთოდური რეკომენდაციებით?
        პრაქტიკული  კვლევის  ინტერვენციული  ნაწილის   განხორციელება   ოქტომბრის ბოლოს  დაიწყო და გათვლილი იყო მხოლოდ „აბოს წამებისა“ და „გრიგოლ ხანძთელის ცოვრების“ შესწავლისას.  შესაბამისად,  მთავარი  შეზრუდვა  დროის  სიმცირე  იყო.   რის   გამოც   ინტერვენციების  განხორციელება  დროის  მცირე   მონაკვეთში  მომიხდა.  მოუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა, რადგან მოსწავლეთა უმეტესობამ დამოუკიდებლად განაგრძო საკუთარი მიღწევების კონტროლი „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლისას. მათ ისწავლეს, როგორ ისწავლონ. დამოუკიდებლად აკეთებდნენ ჩანაწერებს, აკვირდებოდნენ ლექსიკას და სხვა. ამის თქმის საშუალებას მაძლევს მოსწავეთა შედეგებიც. კლასში არის სულ 10 მოსწავლე აქედან 5 მაღალი აკადემიური მოსწრების(9-10), და არც ერთი საშუალოზე დაბალი(3-4).
        არ შემიძლია არ აღვნიშნო კიდევ ერთი შესძლო ნაკლოვანება ჩემი კვლევისა.  აღნიშნული პრობლემა ჩემი პედაგოგიური გამოცდილების მანძილზე სულ არსებობდა და მიჭირდა დამედგინა  რა იქნებოდა  გამოსავალი  მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად და იმისთვისაც, რომ მათ დაბალი აკადემიური მოსწრების გამო არ „დაედანაშაულებინათ“ მხოლოდ მასწავლებელი. სასწავლო წლის დასაწყისში  „შუშანიკის წამების“ სწავლების დროს    გამიჩნდა კვლევის ჩატარების სურვილი, შეიძლებოდა   გამეკეთებინა ტესტირება კვლევის დაწყებამდე, სადაც შევაფასებდი მოსწავლეთა არსებულ ცოდნას თვითშეფასების როლის გააქტიურებანდე. მიღებულ შედეგებს  შევადარებდი  ინტერვენციების დასრულების შემდეგ ჩატარებულ ტესტირებას.(თითოეული მოსწავლის მონაცემებს შევადარებდი ერთმანეთს) ვთვლი, რომ ასეთი ტესტირება  სასურველი დასკვნის გაკეთებას შესაძლოა ვერ მომცემდა, რადგან დასაწყისში მოსწავლეებს ახალი დაწყებული აქვთ ასეთ ტექსტებზე მუშაობა. სამივე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების გავლის შემდეგ, ისედაც ცხადია, შედეგი პირველ ტესტირებაზე მაღალი იქნება. ჩემი მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაცია გამეზარდა და  შემეცვალა მათი უარყოფითი დამოკიდებულება რთული ტექსტების მიმართ.  ასევე მინდოდა არ გასჩენოდათ განმსაზღვრელი შეფასების მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულება, არ ეგრძნოთ თავი „დაჩაგრულად“, არ დაცემულიყო  მასწავლებლის შეფასების მიმართ სანდოობის ხარისხი. ამ კუთხით ვთვლი, რომ  ინტერვენციებმა  გაამართლა და კვლევის მიზნებიც მიღწეულია. თვითშეფასების როლის გააქტიურებით არც ერთხელ არ დაფიქსირებულა შემთხვევა მოსწავლე უკმაყოფილო დარჩენილიყო შეფასებით. უფრო მეტიც, ისინი უფრო კრიტიკული იყვნენ თავიანთ შეფასებაში ვიდრე მასწავლებელი.
    კვლევაზე მუშაობა ჩემთვის, როგოც საგნის მასწავლებლისთვის, საინტერესო იყო. მრავალწლიანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ დამანახა, რომ ქართულის მასწავლებლები  ვცდილობთ  მოვასწროთ მასალის ათვისება და მივაღწიოთ მაქსიმალურ ჩართულობას. მიუხედავად ამისა, ხშირად  შედეგი საწინააღმდეგოა.  მოსწავლეთა ნაწილს წაკითხულიც არ აქვთ ტექსტები.   ჩვენი ეროვნული ლიტერატურის საგანძურის შესწავლა არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმძღვანელოში არსებული მასალის გავლაზე ორიენტირებული. თანამედროვე ახალგაზრდებს 21- საუკუნეში ისეთი უნარები უნდა გამოვუმუშაოთ, რომლებიც გახდით მათ კონკურენტურანიანებს მსოფლიო გამოწვევების წინაშე. სწორედ ეს დამანახა კვლევაზე მუშაობამ. მომცა უდიდესი გამოცდილება რა კუთხით გავაუმჯობესო საკუთარი პრაქტიკა, რომელი აქტივობა/მეთოდია  სასურველი შედეგის მომცემი და რომელი არა. რაც  შეეხება  კვლევას,    უფრო  ღრმად  გავიაზრე  კვლევის  ჩატარების  ყველა  ეტაპი  და  თავად  კვლევის  მნიშვნელობა,  როგორც  მოსწავლეებისათვის  ასევე  პედაგოგებისათვის.

გამოყენებული    ლიტერატურა

1.      მასწავლებლის წიგნი შეფასება -  თამთა კობახიძე გიორგი ნოზაძე მაია ინასარიძე მანანა ბოჭორიშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016 წ.

2.      ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწ. II
3.        როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები
                             3 მაისი, 201227 დეკემბერი, 2015 სოფიკო ლობჟანიძე

4.      მიხ. გიორგაძე ,,როგორ ვომუშაოთ პედაგოგიურ კვლევაზე?“

5.      თინათინ ზურაბიშვილი თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში 2006 http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173

6.      ნინო ლომიძის სტატია (ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli. ge   26 აგვისტო, 2016)   „ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლების პრაქტიკა“

7.      ეროვნული სასწავლო გეგმა(მოქმედი რედაქცია)

8.      ბრძანება № 56   26/03/2018 წ     კვლევის შეფასების რუბრიკების დამკიცების შესახებ.

      
რეფლექსია  ჩატარებულ   კვლევაზე
         2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში პედაგოგები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად ვავსებთ თვითშეფასების კითხვარს, რათა გამოვავლინოთ ის უნარები, რომელთა განვითარება აუცილებელ პირობად მიგვაჩნია სასურველი შედეგის მისაღებად. სწავლის დასაწყისში მე-10 კლასთან წამოჭრილმა პრობლემამ დამაფიქრა ძალზე მნიშვნელოვან საკითხზე. ეს არის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სიღრმისეული შესწავლა, მოსწავლეთა დაინტერესება და რთული ტექსტების შესწავლის ტექნიკის დაუფლება. ეს პრობლემა მარტო ერთი სკოლის წინაშე არ დგას.  კვლევის დასაწყისში არ მქონია მოლოდინი, ყველაფერი ერთი კვლევის ფარგლებში მოგვარდებოდა, მაგრამ მთავარ მიზანს, მოსწავლემ გაკვეთილზე ისწავლოს  როგორ იმუშაოს დამოუკიდებლად, როგორ შეაფასოს საკუთარი ცოდნა და მოძებნოს გასაუმჯობესებელი სფეროები, მიღწეულად ვთვლი.
      კვლევაზე მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა.  კიდევ უფრო დავუახლოვდი კოლეგებს. ვიღებდი რჩევებს მათგან,  ვცდილობდი თითოეული ეტაპი  მათთან ერთად განმეხილა.  აზრთა გაცვლამ და პრაქტიკულმა რჩევებმა ხელი შემიწყო მოტივაცია არ განელებულიყო და ეს მეტად რთული საქმე ბოლომდე წარმატებულად მიმეყვანა.
    თავის მხრივ პედაგოგებიც დაინტერესებული იყვნენ და პერიოდულად მეკითხებოდნენ რა შედეგები გამოვლინდა და რომელმა ინტერვენციამ უფრო  გაამართლა. ამ კვლევემ არა მარტო ქართული ენისა და ლიტერატურის, არამედ სხვა საგნის მასწავლებელებიც დააინტერესა. მათი ინტერესი ძირითადად კვლევის ჩატარების, მსვლელობის და ტექნიკური მხარის მოგვარებას შეეხებოდა. თავადაც მირჩევდნენ რომელი სახელმძღვანელო, ინტერნეტ გვერდი თუ სტატია დამეხმარებოდა. მათი თანადგომით და მხარდაჭერით შევძელი ჩემი საქმიანობა წარმატებული და გამოსაყენებელი ყოფილიყო  ყველასთვის. 
     კოლეგებთან პერიოდული შეხვედრებისას ვისაუბრეთ იმ  საკითხებზეც, რომლებიც შესაძლოა შედეგიანი არ ყოფილიყო. მაგალითად, შეუძლებელია ამ კვლევით ერთი წლის მანძილზე  დავადგინოთ არქაული ლექსიკის დამახსოვრება-გაგების უნარი ისე, რომ მე-10 კლასის მოსწავლეს სატესტატო ან ეროვნულ გამოცდებზე არ დასჭირდეს გამეორება. ეს მოლოდინი და მიზანი არ დამისახავს, ბუნებრივია,  ყოველდღიური გამოყენების გარეშე  ლექსიკური ერთეულები  ადვილად დასავიწყებელია, მაგრამ ის საქმიანობა(ლესიკის ამოწერა, განმარტების მოძებნა, ჩანაწერების წარმოება), რომელიც ამ კვლევის დროს მოსწავლეებმა განახორციელეს დიდად დაეხმარებათ დამოუკიდებლად სწავლის დროს.
  მიმდინარე სასწავლო წლის 12 სექტემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სხდომაზე დავაანონსე რომ ჩავატარებდი კვლევას პაგიოგრაფიული მწერლობის  სწავლების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.(კვლევის თემა საბლოოდ მოსწავლეებთან მუშაობის შემდეგ ჩაოვაყალიბე) წლის ბოლოს კი კათედრის სხდომაზე წარვადგინე კვლევის საბოლოო ანგარიში. აღნიშნეს, რომ კვლევის მიგნებები საინტერესოა. რომ აუცილებლად გაითვალისწინებენ რჩევებს და გამოიყენებენ პრაქტიკაში. გნსაკუთრებით ბევრი შეკითხვა გაუჩნდათ  დაკვირვების დღიურის წარმოებასტან დაკავშირებთ.  როგორ ავსებდნენ მოსწავლეები? რა აქტივობებზე ამახვილებდნენ ყურადღებას? როგორ ვუფასებდი დღიურის წარმოებას? რაში შეუწყო ამ აქტივობამ მოსწავლეებს ხელი? და ა. შ. მოეწონათ ისიც,  რომ თვითშეფასების აქტიური გამოყენებით მოსწავლე თავად განსაზღვრავს რა ისწავლა კონკრეტულ გაკვეთილზე და რა შეცდომები დაუშვა. ეს შეამცირებს უნდობლობის ხარისხს(თუ გაუჩნდათ) მასწავლებლის შეფასების მიმართ და დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში არ განაწყენდებიან მასწავლებელზე.
  კათედრის წევრებმა მოიწონეს ჩატარებული კვლევა და მთხოვეს, რომ პრეზენტაცია გამეკეთებინა სხვა საგნის მასწავლებლებისთვისაც, ვინაიდან მიგნებები და რეკომენდაციები შესაძლოა მათთვისაც გამოსაყენებელი ყოფილიყო.
    დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ კვლევამ მომცა საშუალება ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა   სხვა თვალით დამენახა. თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამეხორციელებინა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი  გადამედგა კარიერული წინსვლის თვალსაზრისით.




No comments:

Post a Comment