შეხვედრები. შიდა სასკოლო აქტიურობა.



სკოლის  წარმატებული  კურსდამთავრებული  სამოქალაქო  კლუბის განვითარებისათვის


ქვედა სიმონეთის #1 აჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბის  წევრები  შეხვდნენ ჟურნალისტ  ხათუნა  გოქაძეს, რომელიც,  ესაუბრა  მოსწავლეებს,  როგორ  იმუშაონ სამოქალაქო  კლუბის  PR-ზე.


შეხვედრას ესწრებოდნენ  პროექტის კოორდინატორები: ხათუნა ხოხიაშვილი,  ქეთინო  ბასილაძე.
მუშაობა შეაფასა  სკოლის  დირექტორის  მოადგილემ დარეჯან  გვენეტაძემ. 
 (24/01/2014)




სამოქალაქო კლუბის წევრები ,,ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის'' თავმჯომარეს პაატა კლდიაშვილს შეხვდნენ, რომელიც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია.




სტუმარმა ისაუბრა  თემაზე ,,შრომის ბაზარი''. 
 წარმოადგინა ასოციაციის საქმიანობა, მიმოიხილა აქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიური და ნეგატიური მხარეები, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზები და მოლოდინები.



შეხვედრა წარიმართა დიალოგის ფორმატში. სამოქალაქო კლუბის წევრები ინტერესით გაეცნენ ეკონომიკის უახლეს ამბებს, დაისახა გეგმა ასოციაციასთან კლუბის შემდგო თანამშროლობის შესახებ.   (29/01/2014)



სამოქალაქო  კლუბს ხელმძღვანელობს  ისტორიის მასწავლებელი მაია  ცერცვაძე.
  
კოორდინატორები  არიან:  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები  ხათუნა ხოხიაშვილი და ზინა დოღონაძე.   გეოგრაფიის მასწავლებელი  ქეთო  ბასილაძე.
კლუბის საქმიანობას  აფასებს  სკოლის  დირექტორის  მოადგილე დარეჯან  გვენეტაძე.






No comments:

Post a Comment