გაკვეთილის გეგმები





გაკვეთილის თემა
ანა კალანდაძის ბიოგრაფია,   ლექსი:  რა ვარ? სტვირი  ვარ?
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური, VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
12
გაკვეთილისმნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები  გაეცნობიან  ანა კალანდაძის  ბიოგრაფიას.  გაიგებენ:
როგორ  აფასებს  მწერალი  სოფელში  გატარებულ  დროს,  როგორ  შეიქმნა  პირველი  ლექსი,  როგორ  მიიღო   საზოგადოებამ მისი  პირველი ლექსების  კრებული  და  როგორ იხსენებს  ნოდარ დუმბაძე პოეტის შემოქმედების   პირველ შთაბეჭდილებას.
  გაეცნობიან  ლექსს „რა ვარ? სტვირი  ვარ?“  და იმსჯელებენ პოეტის მთავარ პოზიციაზე.  როგორ  პასუხობს  კრიტიკოსებს დამწყები  პოეტი.
გაიმდიდრებენ  ლექსიკურ მარაგს,  დააკვირდებიან  არქაიზმებს.
შეეცდებიან თავად მიიღონ  ლექსის შექმნაში  მონაწილეობა.
გაკვეთილისმიზნებიდაშედეგები
  • წაკითხულის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა;
  • ტექსტში ასახული პრობლემის შესახებ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება;
  • კითხვის სტრატეგიების დაუფლება.  წაკითხულში  ფაქტებისა და შედეგების გარჩევა.
  • მხატვრული ტექსტის შექმნა.
  • ლექსიკურ და ენობრივ მასალაზე დაკვირვება.
  • მწერლის ბიოგრაფიის გაცნობა.
ქართ. VIII..
 მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის  მხატვრული და  არამხატვრული  ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
ქართ. VIII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი  მახასიათებლების მიხედვით.
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.                              
ქართ. VIII.. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.  
წინასწარიცოდნა
მოსწავლეებს  შესწავლილი  აქვთ  ანა კალანდაძის რამდენიმე ლექსი.  
აქვთ  გარკვეული ინფორმაცია ქართველი კლასიკსების (ილია, ვაჟა, ტიციანი..)შეხედულებებზე   მწერლის დანიშნულებასა  და რაობაზე.
შეფასების საგანი და პროცედურები
  საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა   

დამოუკიდებელი  მუშაობა. (ინდივიდუალური შეფასება)
   შემოქმედებითობა

  • წაკითხულიდან ფაქტებისა და შედეგების ერთმანეთისაგან გარჩევას.
  • კითხვებზე პასუხისას იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს.
  • მსჯელობისას აზრს აყალიბებს გასაგებად და არგუმენტებით.
სასწავლომასალადატექნიკურირესურსები
სახელმძღვანელო,     ფურცლები, კალმები, დაფა.
გაკვეთილისმსვლელობა
 /საკლასომენეჯმენტი
 პროვოცირება
 აქტივობა 1:      პროვოცირებისათვის კითხვა
„ბავშვები ალბათ მაინც სოფელში უნდა იზრდებოდეს..“  როგორ  ფიქრობთ  რატომ ფიქრობს ასე ამ სიტყვების ავტორი?  (5 წთ)
აქრივობა 2:   წაკითხულიდან ინფორმაციის ამოკრება დახარისხება (ჩუმი კითხვა ინდივიდუალურად ცხრილის შევსებით) (7  წთ)
პოეტის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ფაქტები
შედეგები რაც ამ ფაქტს მოჰყვა



აქტივობა 3.  ინდივიდუალური  მუშაობის შემოწმება-პრეზენტაცია(3წთ)
აქტივობა 4.  წაკითხულის გააზრება.     კითხვა-პასუხი  (10 წთ)
1)რა შემატა  პოეტ ქალს  სოფელთან ურთიერთობამ?
2) კიდევ  რომელი  მწერალი იხსენებს სოფელში  გატარებულ წლებს  ნაყოფიერად?
3) როგორ აღიქვა  ანას შმოქმედება საზოგადოებამ?
4) რატომ იყო საზოგადოების  ნაწილის შეფასება კრიტიკული?
5)თავად რა იცით ანას შემოქმედებიდან?
6) გაიხსენეთ როგორ უპასუხა  კრიტიკას ილია ჭავჭავაძემ?...........
აქტივობა  5.  ერთად დავწეროთ ლექსი.(5 წთ)    ( შეეცადეთ ჩასვათ შესაფერისი სიტყვა)
,მადლსა შენსა,ცაო ქართვლისა,
კვლავინდებურად ჩვენთვის ეხმიოს,
შიგნი თუ გარე,გაღმა-გამოღმა
თავს ყმაწვილების არი .....................       (გვეხვიოს)
სიზმრად კი არა,ჩემო მეუფევ,
სიზმრად კი არა,ცხადად გვეხილოს:
დედას ქართვლისას ჩვენი მიწისთვის
ხე დახუნძლული ისევ .........................    (ერხიოს)
აქტივობა 6.  მხატვრული კითხვა  რა ვარ? სტვირი ვარ? (2 წთ)
აქტივობა 7.  ლექსიკურ და ენობრივ მასალაზე დაკვირვება. (5 წთ)
ა)  ამოიწერეთ ლექსიდან არქაული ფორმები
ბ) რომელი თანხმოვნები მეორდება ლექსის დასაწყისში და რა ჰქვია ამ ხერხს?
გ)  რისი  სიმბოლოა სტვირი?
აქტივობა 8. გაკვეთილის შეჯამება  (5 წთ)
რა მიგანიშნებთ, რომ ლექსი უსამართლო კრიტიკის გამოხმაურებაა?
აქტივობა 9. შეფასება   (2წთ.)
აქტივობა 10. დავალება (1წთ)  შეეცადე თ    დაწეროთ 
 „უსამართლო კრიტიკა“



შეფასების  რუბრიკა
ჩართულია საგაკვეთილო  პროცესში        2 ქ.
ზოგჯერ  ყურადღება ეფანტება                  1 ქ.
არ  უსმენს  გაკვეთილს, ვერ გებულობს
მითითებულ  ინსტრუქციას                        0 ქ.



ინდივიდუალური მუშაობის შეფასების რუბრიკა

შეუძლია ინდივიდუალური  მუშაობა,  
 წაკითხულის გააზრება და ინფორმაციის დახარისხება   _________         2 ქ.
მუშაობს  ინდივიდუალურად    
თუმცა უჭირს ინფორმაციის   დახარისხება  უშვებს შეცდომებს_______  1 ქ.
უჭირს დამოუკიდებელი მუშაობა.  ვერ ახერხებს ინფორმაციის
 დამოუკიდებლად  მიღებას. __________________________________  0 ქ.

მეტყველება და  აზრის გადმოცემის შეფასების  რუბრიკა

მეტყველებს გამართულად, მსჯელობს ლოგიკურად, 
კითხვებზე  იძლევა ადეკვატურ  პასუხებს ____________________________2 ქ.
მოსაზრებები და არგუმენტები ძირითადად შეესაბამება საკითხს,
 მაგრამ უჭირს დასკვნების გაკეთება._________________________________1ქ.
უჭირს თანმიმდევრულად და გასაგებად გადმოსცეს აზრი
ლექსიკა მწირია და  უმეტესად პასუხი  კითხვაზე  არ  აქვს ________0 ქ.

შემოქმედებითობა

შეუძლია ძველი იდეის ახლით შეცვლა
მოიფიქროს ორიგინალური  პასუხები, 
საკითხი  სხვადასხვა კუთხით  დაინახოს___________________2 ქ.
უმეტესად აქვს საყოვლთაოდ მიღებული შეხედულებები
თუმცა ზოგჯერ  ახერხებს   რაიმეს ახალი  გზით  კეთებას._____1 ქ.
არ  გამოირჩევა  ორიგინალობით,   ვერ  ახერხებს საკუთარი 
შესაძლებლობის  წარმოჩენას,  თავს არიდებს
დავალების შესრულებას ________________________________     0 ქ.

ენობრივ მასალაზე  დაკვირვება

შეუძლია თეორიული  ცოდნის პრაქტიკული  გამოყენება,
მოიძიოს არქაული  ფორმები და შეუსაბამოს თანამედროვე
ლექსიკური  შესატყვისები, ამოიცნოს მხატვრული ხერხები__________2ქ.
აქვს თეორიული  ცოდნა  მაგრამ  ნაწილობრივ 
ახერხებს პრაქტიკაში  გამოყენებას-----------------------------------------1ქ.
ვერ  პოულობს ტექსტისთვის დამახასიათებელ  ენობრივ  მასალას და მხატვრულ  ხერხებს,  არ  აქვს  სათანადო  ცოდნა_____________________________0ქ.
 

No comments:

Post a Comment