წლიური გეგმები



საგნის წლიური გეგმა

1
მასწავლებლის სახელი,                                                                       გვარი და საკონტაქტო  ინფორმაცია
ხათუნა ხოხიაშვილი        577 652977             xatunaxoxiashvili@gmail.com                                                                                    
2
სასწავლო საგნის               სახელწოდება
ქართული ენა და ლიტერატურა
3
სწავლების კლასი
მერვე
4
სასწავლო საგნის   ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა
5 (კვირეულუ საათი )                                                      
5
სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა. პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი.
6
სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
7
სასწავლო საგნის მიზანი
1.კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.             2.მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.                                                                                                                                  3. გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.                                                                            4. წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით. 5.მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.                                                            6. ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.                                        
8
სასწავლო საგნის ამოცანები
კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება,              ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება,                აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება, მსჯელობის უნარის განვითარება,              ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხის იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშების და . .)  საშუალებით წარდგენა - გამოყენება;  საკუთარი თვალსაზრისისა და არგუმენტების  გამოყენება.   ლექსიკის, ფრაზეოლოგიზმების, სინტაქსური კონსტრუქციისა თუ სხვა ენობრივი ნიშნების ამოცნობა,     ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ საშუალებებს (მაგალითად, თვალსაზრისისა და არგუმენტის გამოსაკვეთად იყენებს არავერბალურ საშუალებებს: ინტერვალს საუბარში, ინტონაციას, ხმის სხვადასხვა დონეებს, ჟესტიკულაციას და . .) ამოცნობა-გამოყენება;      საკუთარ მეტყველებაში  გამოიყენოს გამოთქმები, რომელთაც განსაკუთრებული დამარწმუნებელი ძალა აქვს (მაგ., იდიომები, ხატოვანი გამონათქვამები, რიტორიკული ფიგურები, სახე-სიმბოლოები და . .).         ტექსტის შინაარსის შესწავლა,    ძირითადის გამოკვეთა,  ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაცია,   გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.    პრობლემური საკითხის შესახებ   წეროს ნარკვევი, საგაზეთო სტატია, მარტივი პროექტი.    ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.  ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება.
9
სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
ზეპირმეტყველება,   კითხვა,     წერა .
10
სასწავლო კურსის შეფასება
საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები                                                     ტესტირება                                                                                                                       შემაჯამებელი სამუშაო                                                                                        სემესტრული და საბოლოო შეფასება
11
რესურსები                                                          
მოსწავლის წიგნი: ქართული ენა და ლიტერატურაგამომცემლობა: „მერიდიანი“ ავტორები: ნათელა მაღლაკელიძე,                                                 მასწავლებლის წიგნი,                                                                                                              დაფა, რვეული,      დამხმარე ლიტერატურა, თვალსაჩინოება, ტექნიკური საშუალებები, ინტერნეტი, ადამიანური რესურსები  (ქართული ენის მასწავლებელი)                                                                                              
12
სამუშაო დისციპლინა 12.1 გაცდენების დასაშვები    რაოდენობა;                                                                                                                                                            12.2 წახალისების ფორმები                                
გაცდენების დასაშვები რაოდენობა არაუმეტეს 15 საათი წელიწადში                                              წახალისების   ფორმები :   სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა





































No comments:

Post a Comment